წინამდებარე ნაშრომი ცალკეული სტატიების სახით გამოქვეყნებულია სხვადსხვა სამეცნიერო კრებულებსა და გამოცემებში. წიგნში ასახულია ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის განვითარების გზები; მოცემულია ამ ტერმინოლოგიის სისტემური ფორმალურ-სემანტიკური ანალიზი ბერძნულ წყაროებთან მიმართებით; გამოკვეთილია გელათის საღვთისმეტყველო-ფილოლოგიური სკოლის (XII ს.) ღვაწლი ქართული მეცნიერული ტერმინოლოგიის სისტემატიზაციის საქმეში; გამოვლენილია ძველი ქართული მეცნიერული ტერმინოლოგიის სტრუქტურული მოდელები და ფორმალურ-სემანტიკური სისტემა, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართული ფილოსოფიური და, საერთოდ, მეცნიერული ენის განვითარებას.
ლექსიკონში წარმოდგენილი მასალა განხილულია წინამდებარე ნაშრომში. გამოყენებული ხელნაწერები და გამოცემები მითითებულია წიგნის ბიბლიოგრაფიაში.
ნაშრომი გამიზნულია ფილოსოფოსების, ლინგვისტების, ლექსიკოლოგების, ბიზანტიურ-ქართული ენობრივ-ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის და საერთოდ, ფილოლოგების ფართო წრისათვის.
წიგნი დახმარებას გაუწევს უმაღლესი სასწავლებლების სათანადო ფაკულტეტებისა და დარგების სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.