არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიგეგმა „ახალი ქართული ენის“ მრავალტომეულის გამოცემა. ამ კორპუსის I-II წიგნები („სალიტერატურო ენის მორფოლოგია“) დაეფუძნა 2011 წელს მცირე ტირაჟით გამოცემულ წიგნს „თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია. სალიტერატურო ენა“; III-IV წიგნები დაემყარება 2016 წელს გამოცემულ წიგნს „თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია. დიალექტები“. ესაა ფაქტობრივ დაზუსტებული, შევსებული, გავრცობილი ვარიანტი. დაემატა ტექსტები და ბიბლიოგრაფია... მრავალტომეულის მომდევნო წიგნები კი სინტაქსის, ფონეტიკისა და ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის საკითხებს მიეძღვნება.