კინოს, როგორც სასწავლო რესურსის, გამოყენება მსოფლიო პრაქტიკისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ევროპის სხვადსხვა ქყვეყანაშ კინო უცხო ენის შესწავლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგ., ცელულოიდის ენები. გერმანიაში, გოეთეს ინსტიტუტში, ფილმებით ენის შესწავლა (ყურება, მოსმენა, საუბარი) ძალიან პოპულარულია.
წიგნის მიზანია, ამ არაქართულენოვანმა სტუდენტებმა, რომელთაც სურთ ქართული ენის საფუძვლიანად ათვისება, მაქსიმალურად მარტივად, მცირე დროში და ეფექტურად შეისწავლონ ის. კინოკურსის საშუალებით სტუდენტები შეიძენენ არა მხოლოდ ენობრივ კომპეტენციებს, არამედ ეზიარებიან ხელოვნების უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, რომელიც მათ ინტელექტუალურ და ენობრივ შესაძლებლობებს გააფართოებს.
წიგნი ასევე განკუთვნილია კინემატოგრაფისტთა და მკითხველთა ფართო წრისათვის.