წიგნში წარმოჩენილია ვაჟა-ფშაველას მსოფლმხედველობისა და მხატვრული აზროვნების საკითხები ღვთისმეტყველებასა და მითოლოგიასთან კავშირში; ნაჩვენებია, თუ როგორ მიჰყვება ვაჟა-ფშაველას პოეტური სახისმეტყველება ქრისტიანობას, როგორ ქმნის ქრისტიანულისა და მითოსურის ერთობა მწერლის მხატვრულ სტილს; კომპლექსურად შესწავლილია მოვლენების ვაჟასეული სატირულ-იუმორისტული ხედვა; ასევე მოზაიკური პრინციპით წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ანალიზი სხვადსხვა რაკურსით.
წიგნი გამიზნულია დამხმარე სახელმძღვანელოდ ფილოლოგიისა და ჰუმანიტარული დარგის სტუდენტებისათვის.