წინამდებარე ნაშრომი რომის სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, იუსტინიანეს „დიგესტების“ მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე წიგნების ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანია, რომელსაც დართული აქვს შენიშვნები და საძიებლები.
ნაშრომი შესრულებულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორის ნუგზარ სურგულაძის მიერ და განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისა და სპეციალისტებისათვის, აგრეთვე, რომის სამართლით დაინტერესებული მკითხველისათვის.