ლექციების კურსში გადმოცემულია თანამედროვე ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ძირითადი ცნებები და ფაქტები, რომლებიც აუცილებელია რთული ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების შესასწავლად და მათთვის მეტ-ნაკლებად ადეკვატური მოდელების ასაგებად. მასში წარმოდგენილია მათემატიკური სტატისტიკის ისეთი ნაწილები, როგორიცაა შეფასებისა და ჰიპოთეზათა შემოწმების თეორია ერთი ან ორ ამოკრეფიანი ამოცანებისათვის, დისპერსიული და რეგრესიულ-კორელაციური ანალიზი, კატეგორიული ტიპის მონაცემების ანალიზი და სტატისტიკის არაპარამეტრული მეთოდები.
ლექციების კურსი განკუთვნილია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქიმიის, ბიოლოგიისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულებების სტუდენტებისათვის; იგი სასარგებლო იქნება სხვა უმაღლესი სასწავლებლების (მაგალიტად, სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულებების) სტუდენტებისა და სტატისტიკის გამოყენებითი ასპექტებით დაინტერესებული სხვადსხვა პროფილის სპეციალისტთა ფართო წრისათვის.