სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაციის შენონისეული თეორიის საფუძვლები, შეცდომების გამსწორებელი წრფივი ციკლური კოდები და ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული მეთოდები. იგი წარმოადგენს ავტორის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1966 წლიდან დღემდე წაკითხული ლექციების გადამუშავებულ ვარიანტს.
ნაშრომი ძირითადად განკუთვნილია ინფორმატიკისა და ინფორმაციის კრიპტოგრაფიული დაცვის სპეციალობების სტუდენტებისათვის, მაგრამ შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს, საზოგადოდ, ინფორმაციულ სისტემებში, ინფორმაციის დამუშავებისა და დაცვის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვისაც.