სახელმძღვანელოში წარმოდგენილია დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის ელემენტები. მასში ორგანულადაა შერწყმული ინტუიციური და ზუსტი მსჯელობები, ფართოდაა წარმოდგენილი მასალები თვალსაჩინოებისთვის. წიგნს ახლავს სავარჯიშოები ამოხსნილი მაგალითებითა და ამოცანებით.
წიგნი განკუთვნილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე, მკითხველისთვის, რომელიც დაინტერესებულია შეისწავლოს მეცნიერების ის დარგები, სადაც ფართოდ გამოიყენება მათემატიკა.