სტუდენტთა აკადემიური წერის კომპეტენციების გასაუმჯობესებლად შემუშავდა და დღემდე ხორციელდება აკადემიური წერის ტრეინინგ-კურსი. ტრეინინგის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებებით: საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის მოთხოვნები და მახასიათებლები; ციტირების სტილები APA და Chicago, პროგრამა Mendeley; ელექტრონული სამეცნიერო მონაცმეთა ბაზები; რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს? მსგავსების ამომცნობი ელექტორნული პროგრამა Turnitin.
2019 წლის მაისი-ივლისიდან წინამდებარე პროექტი ინსტიტუციონალიზებულია, რაც გულისხმობს, რომ უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით სულ 8 კვირის მანძილზე ტრეინინგ-კურსი გაიარა უნივერსიტეტის 384 სტუდენტმა. პროექტის ფარგლებში 2018-2019 წლებში სულ გადამზადება გაიარა 500-მდე სტუდენტმა.