უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივითა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მახარდაჭერით 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატის პირველკურსელი სტუდენტებისათვის ჩატარდა საორიენტაციო კვირა, რომლის ფარგლებშიც შვიდივე ფაკულტეტის პირველსემესტრელებს უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ბიბლიოთეკის რესურსებისა და სერვისების, მათ შორის აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხების შესახებ. საორიენტაციო კვირეულს ესწრებოდა 1200-ზე მეტი პირველსემესტრელი სტუდენტი.
თარიღი:
16/09/2019