13 ივლისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამართა ვებინარი თემაზე: „უნივერსიტეტების მესამე მისია კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში“. ვებინარის მომხსენებლებმა ისაუბრეს უნივერსიტეტების როლზე ქვეყნისა და მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში. ვებინარის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები:
- როგორ განიმარტება უნივერსიტეტების მესამე მისია?
- როგორ უპასუხეს უნივერსიტეტებმა პანდემიას?
- რა შეიძლება რომ გააკეთონ უნივერსიტეტებმა როდესაც ქვეყანაში/მსოფლიოში კრიზისია?
- როგორ შეიძლება უნივერსიტეტებმა აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება ვირუსთან დაკავშირებით?
- როგორ შეიძლება უნივერსიტეტებმა ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების შეჩერებას?
- იყო თუ არა პანდემია მამოძრავებელი ძალა, რომელმაც უბიძგა უნივერსიტეტებს ჩართულიყვნენ მესამე მისიის აქტივობებში?
- უნდა ველოდოთ თუ არა უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერებას პანდემიის შემდგომ?
მომხსენებლები:
- დოქტორი გიორგი შარვაშიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
- დოქტორი კრისტოფ ტერასი - საერთაშორისო პროექტების დირექტორი,მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი (EFMD)
- ფიონა ქროზიერი - დამოუკიდებელი კონსულტანტი, საერთაშორისო განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, გაერთიანებული სამეფოს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო
- პროფესორი ჟან-შარლქალიე - ინოვაციების ვიცე პრეზიდენტი, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი
მოდერატორი: მაია გელაშვილი - კოორდინტორი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.