ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ 32 სახელმწიფო და კერძო (მათ შორის რეგიონალური) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ისმჯელეს ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მუშაობის ფორმატსა და პრინციპებსა და განსახილველ საკითხებზე.
აღნიშნული თემატური ჯგუფი დაფუძნდა 2019 წლის 6 დეკემბერს, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეორე სხდომაზე.