მონოგრაფიაში წარმოდგენილია კავკასიის ალბანური ენის თითოეული უბნის (ფონეტიკაფონოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი, ლექსიკა) ვრცელი ანალიზი. ენობრივი ფაქტების აღწერის გარდა, სისტემურად შედარებულია კავკასიის ალბანური ენის სტრუქტურული თავისებურებები სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებთან. შედარებისათვის, უპირველეს ყოვლისა, მოხმობილია უდიურისა და სხვა ლეზგიური ენების მონაცემები, ხოლო საჭიროებისამებრ – სხვა მონათესავე ენების მასალაც. წარმოდგენილია კავკასიის ალბანურსა და მონათესავე ენებს შორის არსებული ბგერათშესატყვისობანი, რაც აქამდე არ ყოფილა. რიგი საკითხებისა მონოგრაფიაში ახლებურადაა გაანალიზებული. მათ შორისაა − კავკასიის ალბანური ენის ფონოლოგიურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ალბანური ტექსტის სიტყვაფორმებზე დაყოფის, სიტყვაფორმების სეგმენტაციისა და სხვა საკითხები. ამას გარდა, დასუზტდა ბრუნვათა სისტემა, როგორც ბრუნვათა რაოდენობის, ისე მათი ფუნქციების თვალსაზრით, ახლებურად გაანალიზდა ზოგიერთი მორფოლოგიური კატეგორია (მაგ., კლასის). პირველად აღიწერა ზმნისართი, სინტაქსური ურთიერთობები წინადადების წევრებს შორის და ზოგიერთი სხვა საკითხი. წიგნი განკუთვნილია კავკასიოლოგებისთვის, ლინგვისტთა და მომიჯნავე დარგების სპეციალისტთათვის, კავკასიურ ენათა სპეციალობის სტუდენტებისა და კავკასიური ენებით დაინტერესებული