Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ფუნქციური ბიოქიმია

წარმოდგენილ სახელმძღვანელოში განხილულია ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებში, ქსოვილებში, ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები და ამ პროცესების დარღვევებით გამოწვეული პათოლოგიები, შესაბამისად, ამ პათოლოგიების
მოლეკულური საფუძვლები, რაც საშუალებას იძლევა მოლეკულურ დონეზე მოხდეს ამა თუ იმ დაავადების იდენტიფიცირება და მკურნალობა ან მათი პრევენცია. ყოველივე ეს თანამედროვე მედიცინის ეფექტურობის აუცილებელი პირობაა. სახელმძღვანელო განკუთვნილია უნივერსიტეტის სამედიცინო და ბიოლოგიის ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მაგისტრებისათვის, ახალგაზრდა კლინიცისტებისა და დამწყები ბიოსამედიცინო დარგის მეცნიერთათვის. ასევე, ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის. სახელმძღვანელო შედგენილია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპრობირებული პროგრამის მიხედვით ფუნქციურ ბიოქიმიაში, ევროპის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებსა და კოლეჯებში სტუდენტების მოსამზადებელი სასწავლო პროგრამების თანახმად.

isbn : 978-9941-13-676-4
ფასი: 0₾



მსგავსი წიგნები