ცხადდება კონკურსი ახალგაზრდა მკვლევარებისათვის იენის უნივერსიტეტის კლინიკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში "Summer School Molecular Medicine 2023" მონაწილეობისათვის.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც ფლობენ მაგისტრის ხარისხს/დიპლომს შემდეგ მომართულებებში: ბიომეცნიერებები, ბიოქიმია, მედიცინა / ან მათთან მომიჯნავე სფეროებში.
ელექტრონული აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 30 აპრილი.
საბუთების მიღების პროცედურებზე და საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ვებ-გვერდზე.