ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი ყოველწლიურად აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს და სპონსორობას უწევს როგორც ახალგაზრდა, ისე აღიარებულ მეცნიერებს.
მომავალი წლისათვის სტიპენდიები გაიცემა შემდეგი პროგრამების ფარგლებში:
- ჰუმბოლდტის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
- გეორგ ფორსტერის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
- ფეოდორ ლინენის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
ზემოთჩამოთვლილი პროგრამების განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელი შესარჩევი კომისია იკრიბება ყოველი წლის თებერვალში, ივნისსა და ოქტომბერში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
გარდა ამისა, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია უშუალოდ ფონდისგან.