2014 წლის 3 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა „სუხიშვილები - რომანტიკული ფოტომატიანე“, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო, ქართული ნაციონალური ბალეტის, ქორეოგრაფიული ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტის თენგიზ უთმელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა გასული საუკუნის სამოციანი წლების ფოტოისტორიას, რომელშიც ასახული იყო საქართველოსა და საზღვარგარეთ გასტროლებზე სუხიშვილების ანსამბლის წარმატებები, სწორედ ამ პერიოდს უწოდა ნინო რამიშვილმა „ოქროს ხანა“.
03/04/2014