2015 წლის 16 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ფოტო-დოკუმენტური გამოფენა „ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე“ მოაწყვეს. პროექტის მიზანი იყო, ივანე ჯავახიშვილის მიერ 1910 წელს ჩატარებულ კვლევასთან შედარებითი ანალიზის გზით, საუკუნის განმავლობაში სოფელში მომხდარი ცვლილებების გამოვლენა და ამ ცვლილებების მიზეზების კვლევა, თანამედროვე სოფლის პრობლემების წარმოჩენა და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი სტრუქტურებისთვის.
16/02/2015