2014 წლის 14 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიმართა ფოტოგამოფენა „ჯამბაკურ-ორბელიანები თბილისში“, ორგანიზატორები: კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება, ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი. მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოდოკუმენტური და მემორიალური ნივთების მეშვეობით დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ქველმოქმედის - მარიამ-ჯამბაკურ ორბელიანის (1852-1941) აქტიურ ბრძოლას პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. 1918 წელს იგი უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებული დამხმარე საზოგადოების წევრად აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ მარიამის ძმისშვილი ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი ივანე ჯავახიშვილის მეუღლე იყო, ხოლო მეორე ძმიშვილი - თეკლა ჯამბაკურ-ორბელიანი კიტა აბაშიძის მეუღლე იყო.
14/05/2014