2015 წლის 7 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ფერეიდნელი ქართველის – ჰელენე იოსელიანის კალიგრაფიული და ტიპოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ჰელენ იოსელიანის მიერ შექმნილი კალიგრაფიული და ტიპოგრაფიული სურათები, რომლებშიც ავტორმა გააერთიანა, პატრიოტულ ლირიკულ თემაზე შექმნილი სურათები. ქართული და სპარსული ანბანით გაფორმებულმა სურათებმა დიდი ინტერესი გამიოწვია დამთვალიერებელში. ავტორმა მოაწყო რამდენიმე პერფორმანსი, რომელიც ტიპოგრაფიული ხასიათის სურათის შექმნას წარმოადგენდა.
03/05/2015