2013 წლის 25 ნოემბერს თსუ მუზეუმში გაიმართა გამოფენა - „სერგი დანელია - 125“, რომელიც მიძღვნა სერგი დანელიას დაბადებიდან 125 წლისთავს. სერგი დანელია (1888-1963) ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სერგი დანელიას ცხოვრების და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური და მემორიალური ექსპონატები, მიმოწერა, წიგნები და ნაშრომები რომელთა უმეტესობა დაცულია პროფესორის მემკვიდრეთა ოჯახებში, აგრეთვე მარტვილში სერგი დანელიას სახლ-მუზეუმში.
25/11/2013