1921 წლის თებერვალში, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, საბჭოთა ხელისუფლების მიერ, განხორციელდა სამხედრო ოკუპაცია, რომელსაც თსუ მუზეუმმა მიუძღვნა ფოტო-გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო მასალის მიხედვით ცხადი ხდება, თუ როგორ და რა პირობებში მოუხდა, ქართველ ერს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა, რომლის დასაცავად თავგანწირულად იბრძოდა, როგორც ქვეყნის მოსახლეობა, ასევე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ფოტო-გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში, წარმოებული ბრძოლის ამსახველი ამბები და ის რეპრესიები, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინააღმდეგ განხორციელდა.
20/02/2011