2014 წლის 23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ნატალია კუციას პერსონალური გამოფენა გაიმართა, ,,სახელწოდებით - „ქალური საწყისი“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც ქალთა ძალადობის ფაქტებს ეხმიანება - „ქალი უნდა იყოს დაცული საყვარელი ადამიანის მიერ“- ეს არის ავტორის მთავარი გზავნილი. მხატვარ ნატალია კუციას გამოფენა არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური ლიგის“ მხარდაჭერით გაიმართა თსუ მუზეუმში.
23/12/2014