2007 წლის 30 ოქტომბერს თსუ მუზეუმში მოეწყო ფოტო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა მცხეთის ჯვრის მონასტრის 1400 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების 30 წლისთავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, როგორც: მცხეთის ჯვრის მონასტრის ფოტოები, რომელზეც ასახული იყო მონასტრის ქტიტორთა ბარელიეფები, საეკლესიო წარწერები, რელიეფური ჩუქურთმები, ორნამენტები, ჯვრის ამაღლების კომპოზიცია სამხრეთ ფასადზე; ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა კათოლიკოს-პარტიაქ ილია II-ის ცხოვრებისა და სასულიერო მოღვაწეობის ცალკეულ ეტაპებს.
თარიღი:
30/10/2007