2013 წლის 23-26 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თსუ მუზეუმში გაიმართა გამოფენა ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზემთან ერთად, სადაც დაცულია ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული აუთენტური მუსიკალური საკრავები. ერთობლივ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტები, კავკასიის ხალხთა ისტორიისა და კულტურის ამსახველი ფოტოები, აგრეთვე კავკასიურ ენებზე გამოცემული სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა.
23-26/10/2013