2018 წლის 17 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა ეწვია. იტალიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით თსუ მუზეუმში მოეწყო გამოფენა „საქართველო-იტალია: მეგობრობის ისტორია“, გამოიფინა ფოტო მასალა იტალიელი მისიონერის კრისტოფორო დე კასტელის (1597-1659) ჩანახატები საქართველოს შესახებ, აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველი და იტალიელი ხალხის მეგობრობის ამსახველი ფოტოები.
17/07/2018