23 აპრილს მოეწყო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 134 წლისთავს. ივანე ჯავახიშვილი (1876-1940) ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თსუ მუზეუმში გამოფენილი იყო ივანე ჯავახიშვილის ფოტოები, მემორიალური ნივთები და სამეცნიერო ნაშრომები, სხვადასხვა გამოცემები.
თარიღი:
23/04/2010