2013 წლის 10 დეკენბერს თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტში, საქართველოში ისრაელის ელჩმა - იუვალ ფუქსმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - „ახლო აღმოსავლეთი, პოლიტიკური გამოწვევები, პრიორიტეტები და პერსპექტივები“. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და ებრაისტიკის მიმართულების პროფესორები დაესწრნენ. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ ისრაელის ელჩმა, ვლადიმერ პაპავამ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში დაათვალიერეს ებრაელი მხატვარ-ფოტოგრაფის შაი გინოთის ფოტოგამოფენა - „დასაწყისიდან“. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების, უმრავლესობა ფოტოგრაფირების საინტერესო ხერხით - ორმაგი ექსპოზიციით არის შესრულებული.
10/12/2013