2015 წლის 20 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიმართა ღონისძიება, რომელზეც განხორციელდა ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება - „ექვთიმე თაყაიშვილი“, რეჟისორი ანდრო ჭიაურელი, სცენარისტი - ნინო ნატროშვილი. ფილმი მოგვითხრობს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მასში გამოყენებულია უნიკალური ფოტომასალა, ხელნაწერები - ეპისტოლარული მემკვიდრეობა (მათ შორის თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში დაცული ფოტო და წერილობითი დოკუმენტები). ფილმში გაშუქებულია ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ფაქტები და მოვლენები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ექვთიმე თაყაიშვილის ფოტოდოკუმენტური გამოფენა.
03/12/2014