2009 წლის 24 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში მოეწყო გამოფენა „გრიგოლ კიკნაძე - 100“. გრიგოლ კიკნაძე (1909-1974) იყო მეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, თსუ პროფესორი, რომელმაც დიდი წვლილი დასდო ვაჟა-ფშაველას შემოქმედების კვლევასა და პოპულარიზაციას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან შექმნა ვაჟა-ფშაველას კაბინეტი, რომელიც პოეტის შემოქმედების კვლევის მთავარ ცენტრად იქცა. თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოფენილი იყო: გრიგოლ კიკნაძის ფოტოები, და სამეცნიერო ნაშრომები, სხვადასხვა გამოცემები.
თარიღი:
24/03/2009