2015 წლის 22 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოწყობილ იქნა გამოფენა „ალექსანდრე ჯავახიშვილი - 140“, რომელიც ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავს მიეძღვნა. ალექსანდრე ჯავახიშვილი (1875-1973) გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924-1940), პროფესორი (1920), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1940-1970). გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური და მემორიალური მასალა. ექსპონირებული იყო მეცნიერის პირადი ნივთები, ნაშრომები და ფოტომასალა, რომელიც მეცნიერის არაერთ ექსპედიციას ასახავდა.
22/10/2015