2015 წლის 22 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. აკაკი წერეთელი (1840-1915) პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა; ღონისძიებასთან დაკავშირებით მოეწყო დოკუმენტური ფილმის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წ.“ ჩვენება, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად იყო ცნობილი.
22/06/2015