Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  № 379/02-01,  27.11.2024  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7)  „ფაკულტეტის სტუდენტთაგან  (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

2024-2025   სასწავლო  წლის  შემოდგომის სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (№ 379/02-01,  27.11.2024 )  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (35 510 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური შედეგების, სამეცნიერო აქტივობების და შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე;

პირველსემესტრელთა დაფინანსება  განხორციელდეს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დაწესებულ სპეციალობის გამოცდაზე მიღებული უმაღლესი შეფასების (არანაკლებ 81 ქულა) საფუძველზე.

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობისა და  თანხის ზუსტი პროცენტი განისაზღვროს ფაკულტეტისთვის გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით შემდეგი თანაფარდობით:

 

მეორე,  მესამე და მეოთხე  სემესტრის სტუდენტთათვის

ა) აკადემიური შედეგების,   სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციებში მონაწილეობის   გათვალისწინებით მიღებული რანჟირებული ქულის (83-76) მიხედვით დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის 1406.25   ლარი დასაბეგრი თანხით) 92.44. % -ით, კერძოდ 1300 ლარის ოდენობით;  

ბ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (83-76) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 78.22 % -ით, კერძოდ 1100  ლარის ოდენობით;

გ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (75.9-72)  მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 64 % -ით, კერძოდ 900 ლარის ოდენობით;  

დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (71.9-70) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 50.92  % -ით, კერძოდ 716  ლარის ოდენობით:

 

პირველი სემესტრის სტუდენტთათვის

ა) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში  დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 49.07% -ით, კერძოდ 690 ლარის ოდენობით;

ბ) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში (პროგრამაზე ერთზე მეტი (ორი) სტუდენტის შემთხვევაში) დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 24.53  % -ით, კერძოდ 345 ლარის ოდენობით;  

გ)სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში (პროგრამაზე ერთზე მეტი (სამი) სტუდენტის შემთხვევაში) დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 16.36  % -ით, კერძოდ 230 ლარის ოდენობით; 

დ)  სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100 ქულის შემთხვევაში (პროგრამაზე „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“) დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (2000 ლარი დასაბეგრი თანხით) 29.7 % -ით, კერძოდ 594 ლარის ოდენობით; 

დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით  79/30     09.12.2024  დამტკიცებულმა კომისიამ;

ა) მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ბ)  მაია კოტრიკაძე -  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი   სპეციალისტი  

გ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

დ) გიორგი გოგსაძე – პროფესორი

ე) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი

ვ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი კომისიის მდივანი

ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი

6. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს.

7. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.