სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№27/29-01
20.11.2024 წ.
ქ. თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და ფაკულტეტის საბჭოს 2024 წლის 14 ნოემბრის № 21ოქმის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გამოცხადდეს კონკურსი "სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუს" მიერ სტუდენტის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ერთი კანდიდატის შერჩევის მიზნით;
2. კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებად განისაზღვროს წინამდებარე პუნქტის ქვეპუნქტებში მოცემული პირობები, შემდეგი პრიორიტეტულობით:
ა) ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი;
ბ) GPA მეტია ან ტოლია 3.5;
გ) წინა ორი კალენდარული სემესტრის ქულათა საშუალო არითმეტიკული ტოლია ან მეტია 91 ქულის, ამასთან წინა ორ კალენდარულ სემესტრში შესრულებული აქვს მინიმუმ 60 კრედიტი;
დ) საგნებში - ინგლისური ენა B2.1 და B2.2 მიღებული შეფასება თითოეულში მინიმუმ 91 ქულა;
ე) არ სარგებლობს სწავლის საფასურის სახელმწიფო ან სხვა ალტერნატიული წყაროს დაფინანსებით.
3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს.
4. კანდიდატის შერჩევის მიზნით განისაზღვროს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი იოსებ ხელაშვილი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ასოცირებული პროფესორი მამუკა ხუსკივაძე ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე;
გ) აკაკი მიქაბერიძე მენეჯერი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში.
5. დაფინანსების მიღების მსურველმა კანდიდატმა, 2024 წლის 21 ნოემბრიდან 2024 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინს შემდეგი დოკუმენტაცია :
ა) განცხადება კომისიის სახელზე;
ბ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
გ) ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ (ნიშნების ფურცელი).
6. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში, ელექტრონული ფოსტის გზავნილით, მისამართზე: nana.chargeishvili@tsu.ge; (საკონტაქტო პირი: აკაკი მიქაბერიძე ტელ: 577799740).
7. დაევალოს კომისიას დასაფინანსებლად შერჩეული კანდიდატის გამოვლენა და ფაკულტეტის დეკანისათის წარდგენა არაუგვიანეს 2024 წლის 27 ნოემბრისა.
8. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე