Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№26/29-01

15.11.2024 წ.

ქ. თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად კონკურსის გამოცხადების და საბუთების მიღების ვადების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების  დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების  დასაფინანსებლად.

2. საკონკურსო დოკუმენტაციად განისაზღვროს:

ა) განცხადება  (დანართი №1)

ბ) სამეცნიერო კვლევითი პროექტის აღწერილობა;

გ) კვლევითი პროექტის ხარჯთაღრიცხვა;

დ) პროექტში მონაწილეთა CV;

ე) პროექტში მონაწილე სტუდენტთა ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი;

ვ) სტუდენტთა წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ (დანართი №2).

3. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა განხორციელდეს 2024 წლის 18 დეკემბრიდან 2024 წლის 20 დეკემბრის  ჩათვლით (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X) ოთახი № 307, ლალი  ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური).

4.  წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.


5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი                   გიორგი ღაღანიძე