Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№  24/29 - 01 

26.09.2024

ქ.თბილისი

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით კომისიის დამტკიცების შესახებ“ დეკანის 2024 წლის 18 ივნისის #12/29 – 01 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,კ“ ქვეპუნქტისა და პროფესორ ირაკლი კოვზანაძის 12298/29 განცხადების საფუძველზე,

                                                                  ვბრძანებ:

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით კომისიის დამტკიცების შესახებ“ დეკანის 2024 წლის 18 ივნისის #12/29 – 01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს 1.6. ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„1.6. ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.“

ბ) ბრძნების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  დაევალოს კომისიას, გააანალიზოს და შეაფასოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის თავსებადობა უნივერსიტეტის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან და წარმოადგინოს დასკვნა 2024 წლის 01 ნოემბრამდე.“

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი          პროფესორი                გიორგი ღაღანიძე