Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 21/29 - 01

11.09.2024

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წელს მაგისტრატურაში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ სამაგისტრო პროგრამაზე გასაუბრის კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

შეიქმნას თსუ უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სამაგისტრო პროგრამაზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“  მისაღები საგამოცდო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი, კომისიის წევრი;

გ) სოციალური მეცნიერების დოქტორი - კონსტანტინე პეტრიაშვილი, კომისიის წევრი;

დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი კვირკაშვილი ელისო - მდივანი

2. სამაგისტრო პროგრამაზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ გასაუბრება განხორციელდება 2024 წლის 18 სექტემბერს 17 სთ., შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უნივესიტეტის ქ. №2, კორპუსი 10, ოთახი 609.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი                გიორგი ღაღანიძე