პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტურის საფეხურის მეექვსე სემესტრის სტუდენტის ხატია იმერლიშვილის 2024 წლის 8 ივლისის განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
1. აკადემიური საბჭოს N08/2024 დადგენილების თანახმად, შეიქმნას უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ხატია იმერლიშვილის მიერ გავლილი კვლევითი კომპონენტის აღიარების მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- მალხაზ მაცაბერიძე - პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
- სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
- ელენე გელაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
- მირანდა მიქაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
- ნათია მონიავა - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე
2. კომისიამ დოქტორანტის კვლევის ანგარიში შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა .
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.