„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ემუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილების დანართ N2– ის საფუძველზე ვბრძანებ:
1.გამოცხადდეს კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებისა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;
2.გამოცხადდეს კონკურსი დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;
3. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პროფესორის 1 რეკომენდაცია;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- სიგელები;
- სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
- ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;
4. საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2024 წლის 5ივლისიდან 2024 წლის 20 ივლისამდე თსუ–ს მეექვსე კორპუსის 207–ე ოთახში.
5. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, პროფესორი;
- კონსტანტინე შუბითიძე - საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
- სანდრო ტაბატაძე-ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ პროფესორი;
- ელენე გელაშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
- ნათელა მონიავა - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე
6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების განთავსება და დაინტრესებლ პირთათვის გაცნობა.
7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე