სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ დეკანის 2024 წლის 17 აპრილის N 7/26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01 ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 25 აპრილის სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ მე-7 პუნქტის და ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 26 მარტის სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესში ცვლილების“ საფუძველზე.
ვბრძანებ:
- შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“ დეკანის 2024 წლის 17 აპრილის N 7/26 ბრძანებაში და მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
3. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არა უგვიანეს 2024 წლის 20 მაისისა.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.