ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება, ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება / გამორიცხვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ ვბრძანებ:
1) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე-სამეცნიერო კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება/გამორიცხვის მიზნით ფაკულტეტზე შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით :
- მაია ტორაძე - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფეროსი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- თეონა თაბუაშვილი - კომისიის მდივანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი;
- ნანული ტალახაძე - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- შოთა ბარბაქაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი
- თინათინ დავითაშვილი- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერულ მეცნიერებები) მიმართულების რიცხვითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების ქვემიმართულების ასოცირებული პროფესორი;
2) ფაკულტეტის სამეცნიერო სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის.
3) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე