„სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების №25 მუხლისა და 2023 წლის 13 თებერვლის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სხდომის №1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ვბრძანებ:
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნოს პროფესორი თამარ დოლბაია;
- ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის დეკანის სამდივნოს;
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.