ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შუალედური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტის გიორგი წამალაშვილის 2022წლის 20 მაისის # 8811/30 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
1.შეიქმნას სტუდენტ გიორგი წამალაშვილის შუალედური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში ,, საერთაშორისო პოლიტიკის საკითხები “ შემდეგი შემადგენლობით:
სალომე დუნდუა- ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, კომისიის თავმჯდომარე;
ფიქრია ასანიშვილი –ასოცირებული პროფესორი; კომისიის მდივანი;
ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი.
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.