ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ „საერთაშორისო ურთიერთობებეის“ საბაკალავრო პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტის რევაზ დიდებაშვილის 3821/30; 02.03.2022 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
1. შეიქმნას სტუდენტ რევაზ დიდებაშვილის ფინალური საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში ,,კვლევის დიზაინი საერთაშორისო ურთიერთობებში“ შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ დავითაშვილი- პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ფიქრია ასანიშვილი–ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
თორნიკე თურმანიძე – პროფესორი
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.