„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და საქვემოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ გენერალური დირექტორის 2021 წლის 27 ივლისის წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
კონკურსში გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია თსუ-ს გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა /დოქტორანტურა) ეთნოლოგიაში ან ფოლკლორისტიკაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტია.
1) 2020 – 2021 სასწავლო წელს აკადემიური მოსწრება 91 და ზემოთ.
2) ნაშრომი მოცემულ თემაზე: სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სტატია სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში, სტატია პოპულარულ ჟურნალში ან გაზეთში.
3) მონაწილეობა კონფერენციებში: საერთაშორისო კონფერენცია /სიმპოზიუმი, რეგიონული ან საუნივერსიტეტო კონფერენცია, სხვა.
2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში განსაზღვრული საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე – pavlika.jagunava@tsu.ge (საკონტაქტო პირი: პავლიკა ჯაგუნავა)
3. საბუთები მიიღება 2021 წლის 9 აგვისტოდან 2021 წლის 16 აგვისტომდე არაუგვიანეს 17:00 საათისა.
4. სტიპენდიანტის გამოსავლენად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
4.1. ქეთევან ხუციშვილი
4.2. ელენე გოგიაშვილი
4.3. . ნინო ჩიქოვანი
4.4. ეკატერინე ნავროზაშვილი
4.5. ქეთევან სიხარულიძე
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.