სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 55/01-01, 22.04.2021 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) “ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:
1. 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (42 315 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის;
2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური შედეგების, სამეცნიერო აქტივობების და შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე;
3. სტუდენტთა აკადემიური შედეგების საფაკულტეტო რეიტინგული მონაცემები (ყველა ჩაბარებულ საგანში მინიმუმ 81 ქულისა და მეტის საშუალო არითმეტიკული) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით;
4. 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსებული თანხის ზუსტი პროცენტი, დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობისა და გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით, განისაზღვროს შემდეგი თანაფარდობით:
ა) აკადემიური შედეგებისა (95–100 ქულა) და სამეცნიერო აქტივობების
გათვალისწინებით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 68.27 % -ით, კერძოდ 960 ლარის ოდენობით;
ბ) აკადემიური შედეგებისა (90–94.9 ქულა) და სამეცნიერო აქტივობების გათვალისწინებით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 58.67 % -ით, კერძოდ 825 ლარის ოდენობით;
გ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 95-100 ქულის შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 60.44 % -ით, კერძოდ 850 ლარის ოდენობით;
დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 90-დან 94.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 51.91 % -ით, კერძოდ 730 ლარის ოდენობით;
ე) მხოლოდ აკადემიური შედეგების 81-89.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 46.22 %- ით, კერძოდ 650 ლარის ოდენობით;
5. დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N7/30; 14/05/2021 ბრძანებით დამტკიცებულმა კომისიამ;
6. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს;
7. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის (მაგისტრატურა) სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.