სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება:
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 55/01-01 22/04/2021 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) „ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე
ვბრძანებ
1. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№ 55/01-01 22/04/2021) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის გამოყოფილი თანხა (42 315 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;
2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);
3. დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
ა) სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თეონა მატარაძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
კომისიის მდივანი;
დ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
ე) გიორგი გოგსაძე – პროფესორი;
ვ) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი;
ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი.
4. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა და სხვა ტიპის გრანტით სრული დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;
5. დაფინანსებისთვის სტუდენტთა საბუთები მიიღება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge
6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.