ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
საბჭოს სხდომის
ოქმი N 2
20. 02. 2020
დღის წესრიგი:
- მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარის დამტკიცება
სხდომას ესწრებოდნენ:
საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე
ფაკულტეტის საბჭოს წევრები :
ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორები :
ლალი სურმანიძე, ნანა სუმბაძე, მზია წერეთელი
ასოცირებული პროფესორები :
მანანა მელიქიშვილი, ხათუნა მარწყვიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, ლუიზა არუთინოვა, ირინე ჟვანია, ეკატერინე ფირცხალავა, ანასტასია ქიტიაშვილი, შორენა მამუკაძე, მაია მესტვირიშვილი, ია კუტალაძე.
ასისტენტ პროფესორები:
ნინო ლაბარტყავა, თეონა ლოდია
განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორი:
ქეთევან ჭკუასელი
ასოცირებული პროფესორი :
იზაბელა პეტრიაშვილი.
სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები:
ქეთევან ცანავა.
განიხილეს:
- მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარი.
მოისმინეს:
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები კონტიგენტის რაოდენობა, რაც შეთანხმებულია სამაგსიტრო პროგრამების ხელმძღვანელებთან. ყველა სამაგისტრო პროგრამაზე ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე ბარდება A ტიპის ტესტი. მ.მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ 2020-2021 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღებას აცხადებენ შემდეგი პროგრამები:
ფსიქოლოგიის დეპარტამენტი:
- განათლების ფსიქოლოგია და კვლევა -15 ადგილი; კოეფიციენტები: გამოცდა სპეციალობაში -80, გამოცდა ინგლისურ ენაში -20;
- შორმისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - 14 ადგილი; კოეფიციენტები: გამოცდა სპეციალობაში -80, გამოცდა ინგლისურ ენაში -20;
- გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია - 15 ადგილი; კოეფიციენტები: გამოცდა სპეციალობაში -80, გასაუბრება ინგლისურ ენაში-20;
- ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია - 8 ადგილი; კოეფიციენტები: ესსე -60; გასაუბრება სპეციალობაში -40;
- იურიდიული ფსიქოლოგია - 10 ადგილი; კოეფიციენტები: გამოცდა სპეციალობაში -50, გასაუბრება სპეციალობაში - 40, გასაუბრება უცხო ენაში- 10;
- ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება -10 ადგილი; კოეფიციენტები: გამოცდა სპეციალობაში- 60, კოეფიციენტები: გასაუბრება უცხო ენაში - 30, სამოტივაციო წერილი -10;
განათლების დეპარტამენტი:
- განათლების მეცნიერებები - 60 ადგილი; კოეფიციენტები: გამოცდა სპეციალობაში- 80, გამოცდა უცხო ენაში - 20.
საბჭოს წევრები გაეცნენ წარმოდგენილ საკითხს და კენჭი უყარეს:
მომხრე: 19
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს:
დამტკიცდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენილი მისაღები ადგილების რაოდენობა და მისაღები გამოცდების კოეფიციენტები.
საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე
საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია