ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
საბჭოს სხდომის
ოქმი N 11
8.09. 2020
დღის წესრიგი:
- განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმში ცვლილებების შეტანის საკითხი:
- ცვლილებების შეტანა სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“ არჩევით საგნებს დაემატოს:
- „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“/3-კრედიტიანი კურსი/“;
- „საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება “ /3-კრედიტიანი კურსი/“;
- დამატებით/minor/პროგრამა - არჩევით საგნებს დაემატოს „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“/5-კრედიტიანი კურსი/“.
ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად. ცვლილებებთან დაკავშირებული მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.
ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:
საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე
ფაკულტეტის საბჭოს წევრები :
ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორები :
ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე, მზია წერეთელი.
ასოცირებული პროფესორები :
მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი, ნინო ლაბარტყავა, ანასტასია ქიტიაშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე, შორენა მამუკაძე, ვახტანგ ნადარეიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი.
ასისტენტ პროფესორები:
თეონა ლოდია
განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორი:
ქეთევან ჭკუასელი
ასოცირებული პროფესორი :
ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, იზაბელა პეტრიაშვილი.
სტუდენტები:
მარინა ბორჩაშვილი, ქეთევან ცანავა.
ელექტრონულ კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 24 წევრი
განიხილეს შემდეგი საკითხები:
1.განათლების დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმში ცვლილებების შეტანის საკითხი:
1.1 ფაკულტეტის საბჭოს წევრები გაეცნენ იმ არჩევითი კურსების სულაბუსებს, რომლებიც ემატება სამაგისტრო პროგრამას „განათლების მეცნიერებები“: (1) „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“/3-კრედიტიანი კურსი/ და (2) „საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება “ /3-კრედიტიანი კურსი/. კურსები მისაღები აღმოჩნდა ფაკულტეტის საბჭოს წევრებისთვის.
ფაკულტეტის საბჭომ ჯენჭი უყარა აღნიშნული ცვლილებას.
მომხრე: 24
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: სამაგისტრო პროგრამას „განათლების მეცნიერებები“ დაემატოს შემდეგი არჩევითი კურსები: 1) „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“/3-კრედიტიანი კურსი/ და 2) „საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება “ /3-კრედიტიანი კურსი/“.
1.2 ფაკულტეტის საბჭოს წევრები, ასევე, გაეცნენ არჩევითი კურსის სილაბუსს - „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“/5-კრედიტიანი კურსი/, რომელიც უნდა დაემატოს დამატებით/minor/პროგრამას. აღნიშნული სილაბუსი მისაღები აღმოჩნდა საბჭოს წევრებისათვის.
ფაკულტეტის საბჭომ ჯენჭი უყარა აღნიშნული ცვლილებას.
მომხრე: 24
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: განათლების დამატებით/minor/პროგრამას დაემატოს შემდეგი არჩევითი კურსი: „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“/5-კრედიტიანი კურსი“.
საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე
საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია