სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 17 ნოემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის შესახებ
ვბრძანებ:
1.შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 17 ნოემბრის №10 ბრძანების პუნქტ „1“-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2020 წლის 19 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით.
თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე: chancellery.pes@tsu.ge;
2.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას;
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს;
4.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი